ფეთჰულა გიულენს სამშობლოში 1 900-წლიანი პატიმრობა და 2 210 000 დღით იძულების წესით მუშაობა ემუქრება

16/08/2016

თურქეთის პროვინცია უშაკის პროკურატურა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენისთვის 2 მუხლით სამუდამო პატიმრობას, 1 900-წლიანი პატიმრობის მისჯას და 2 მილიონ 210 ათასი დღით იძულების წესით მუშაობას მოითხოვს.

ამის შესახებ თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, პროვინციის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების, FETÖ-ს ფინანსური განყოფილების საქმიანობის წინასსასამართლო გამოძიება დაასრულა და 2 527-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მოამზადა.

პროკურატურა მოითხოვს, რომ სასამართლომ ფეთჰულა გიულენი დამნაშავედ ცნოს „კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის“, „მთავრობის ძალადობირივი გზით ჩამოგდების მცდელობის“, „რელიგიური გრძნობების ექსპლუატაციის გზით თაღლითობისა“ და „ტერორიზმის დაფინანსების“ მუხლებით.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მოღვაწე ფეთჰულა გიულენი გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორია, რასაც თავად გიულენი კატეგორიულად უარყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0