ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან ერთად, სახანძრო-სამაშველო სამსახურსა და სასწრაფო სამედიცინო სადგურში მივიდა.მათ მეხანძრე-მაშველებსა და საწრაფოს თანამშრომლებს დამდეგი შობა ახალი- წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათი გადასცეს.
”ფასდაუდებელია თქვენი შრომა, ვინაიდან 24 საათიან რეჟიმში გიწევთ მუშაობა და ძალ-ღონეს არ იშურებთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიმშვიდისათვის. მინდა თოთოეულ თქვენგანს მოგილოცოთ ახალი წლის დადგომა, გისურვოთ ჯანმრთელობა, სიმხნევე, მშვიდობა და სიკეთე. კიდევ დიდხანს ყოფილიყავით ხალხისა და ქვეყნის სამსახურში“ – განაცხადა გივი მოდებაძემ.