ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

10/02/2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0