საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა პირველი უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან სევდა მამედალიევასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის სფეროში აქტუალური და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ორი ქვეყნის კულტურის მინისტრების გადაწყვეტილებით, 2015 წლის მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროებს შორის მჭიდრო კოორდინაციით შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმუშავებს.
უწყებათაშორისი შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის მოადგილესთან გაიმართა
17/03/2016