დღეს გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმში ,,შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალში“ მონაწილე უცხოურმა კოლექტივებმა გურული ეთნოგრაფიული კარ-მიდამო დაათვალიერეს. შვეიცარიელმა, თურქმა და იტალიელმა სტუმრებმა წარმოადგინეს თავიანთი ფოლკლორი. ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი, გიორგი სალუქვაძის მემკვიდრეები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა ქართული სამზარეულოც დააგემოვნეს.
უცხოური კოლექტივები გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
01/09/2016