უცხოელი ადამიანები საზღვარგარეთ ასევე ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ

28/12/2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ნომინაციაში „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ გამარჯვებული დააჯილდოვა. წელს ეს ჯილდო გადაეცა პროფესორ ლასლო ბორჰის – ბუდაპეშტის უნივერსიტეტის რექტორს. მას დიდი წვლილი მიძღვის ორ ქვეყანას, საქართველოსა და უნგრეთს შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ლიტერატურული კავშირების განმტკიცების საქმეში. ლასლო ბორჰის უშუალო ძალისხმევით უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენის სწავლების კურსი და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა. ჯილდო მიიღო უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანა მარია შიკომ.

„მინდა, მივესალმო ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, საქართველოს მიმართ მათი ღვაწლი ძალიან დასაფასებელია, რადგან ჩვენი თანამემამულეები, ვინც საზღვარგარეთ ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ, იღწვიან საკუთარი სამშობლოსთვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, როდესაც უცხოელი ადამიანები საზღვარგარეთ ასევე ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0