ურეხში სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

04/07/2016

კიდევ ერთი სოციალური სახლი შენდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ამჟამად ურეხში სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 23 ბინიანი კორპუსი შენდება. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია- „მშენებელი 80“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 432 786(მილიონ ოთხასოცდათორმეტი ათას შვიდასოთხმოცდაექვსი) ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
შეგახსენებთ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში უკვე აშენდა 50 ბინიანი სოციალური სახლი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. საცხოვრებელი ფართები ეკომიგრანტებს უნდა გადაეცეს. დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა საკითხებს შერეული სამთავრეობო კომისია სწავლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0