უნგრეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

05/09/2019

პრეზიდენტის სასახლეში უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის იანოშ ადერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოში. იანოშ ადერი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დახვედრის შემდგომ პირისპირ ისაუბრებენ, რის შემდეგაც დაგეგმილია მათი საუბარი გაფართოებული შემადგენლობით. ადერი და ზურაბიშვილი საუბრის შემდგომ მედიასთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე, უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილია “ვეფხისტყაოსნის” მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული მინიატურების გამოფენის დათვალიერება, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონია, ადერისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეხვედრა და ბოლოს, ოფიციალური სადილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით. უნგრეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0