უმცირესობამ პროცედურული ომი გამოაცხადა

12/05/2016

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმცირსობამ დღეს სხდომაზე პროცედურული ომი გამოაცხადა, რათა არ იყოს განხილული საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და არც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმინონ.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინტრიგებში გამოცდილ ადამიანებთან კამათი რთულია.

“ყველანაირად შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხის განხილვა და შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენაც. არავინ მალავს, რომ პროცედურული ომი გამოაცხადეს პარლამენტში უმცირესობის წევრებმა, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი განხილული არ იყოს. სხდომაზე ისინი აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კითხვებს სვამენ. არავითარი ინტერესი მათ გომელაურის მოსმენის არც გააჩნიათ. ასე რომ, ინტრიგებში გამოცდილ ადამიანებთან ძალიან ძნელია კამათი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის განხილვა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ დეპუტატები, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0