უმრავლესობამ და უმცირესობამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ხანდახან მაინც უნდა იმოქმედოს ერთობლივად

15/04/2016

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტმა დღეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო. უმრავლესობამ და უმცირესობამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ხანდახან მაინც უნდა იმოქმედოს ერთობლივად.

“მომავალ კვირაში ევროპარლამენტში საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით იწყება საკომიტეტო განხილვა, ამიტომ მნიშვნელოვანია ის დოკუმენტი, რომელიც დღეს პარლამენტში მივიღეთ. ეს დოკუმენტი ძალიან დაეხმარება საქართველოს საკითხის განხილვას ევროპარლამენტში. ცალსახაა და პოზიტიურად ვაფასებ, როგორც თვითონ რეზოლუციას, ასევე იმ ფაქტს რომ, უმრავლესობამ გაიზიარა ჩვენი პოზიცია. საბოლოოდ ჩვენ შევთანხდმით შეჯერებულ ტექსტზე.
მომავალშიც, ამ კედლებში, მოვახერხებთ, ხოლმე ვიმოქმედოთ, ხანდახან მაინც სახელმწიფო ინეტერესებიდან გამომდინარე და არ გადავაყოლოთ, ყველაფერი პარტიულ დაპირისპირებას. დღეს ამის ნათელი მაგალითი იყო. მხარს ვუჭერ და მიმაჩნია, რომ დღეს აქ გადაწყდა მნიშვნელოვანი საქმე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0