„უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში შევა

28/03/2019

„დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას იუნესკოში წარსადგენად. ხორბალი ჩვენი ერის ფორმირების განუყოფელი ნაწილია და მას 8 ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მსოფლიოში დღეისათვის ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობაა აღწერილი, აქედან 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, მათ შორის 5 სახეობა კი ენდემურია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სელექციის და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ქართული ხორბალი არა მხოლოდ ჯიშური მრავალფეროვნებით, არამედ ხარისხობრივად მნიშვნელოვანი თვისებებით გამოირჩევა. საქართველოს შეუძლია თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული სიტყვა თქვას იმ გენეტიკური რესურსით, რომელიც გვაქვს და რომელიც დიდი მეცნიერების მიერ არის შესწავლილი“. – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2018 წლის სექტემბერში, ქართული ხორბლის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში შეიტანეს. 2019 წლის 25 მარტს, „ქართული ხორბლის კულტურას” (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები), საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0