უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანი გახდება. „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრმა ვადიმ დენისენკომ არსენი იაცენიუკის გადადგომის შემდეგ განაცხადა.
„99,95-ით დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი გროისმანი იქნება“, – აღნიშნა დენისენკომ უკრაინული ტელეკომპანია „ესპრესოტვ“-ის ეთერში.
ის ირწმუნება, რომ „პეტრო პოროშენკოს ბლოკი“ არსენი იაცენიუკის გადადგომას მხარს დაუჭერს.
უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა.