უკრაინაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 21 ხე დარგეს

09/04/2016

უკრაინაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 21 ხე დარგეს. როგორც prof-news-ს უკრაინაში საქართველოს საელჩოდან აცნობეს, კიევში, პარკში „Відрадний“, საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, ქალაქ კიევის სოლომიანსკის რაიონის თავმჯდომარემ მაქსიმ შკურომ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და საელჩოს თანამშრომლებმა, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 21 ხე დარგეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პარკში ქართულ-უკრაინული მეგობრობის ხეივანი გაიხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0