უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს. უგზო-უკვლოდ დაკარგულების ხსოვნას პატივი მიაგეს და დაკარგულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს , სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის, ადგილობრივი ხელისუფლების და დაკარგულთა ოჯახის წევრებმა . სასულიერო პირებმა, მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს. 30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ამ დრომდე 2 400ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად, რომელთა ძებნა დღემდე გრძელდება. ამ ადამიანებს შორისაა როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტების დროს დაკარგული პირები, ასევე 2008 წლის ომის დროს დაკარგული ადამიანები.სამეგრელოს რეგიონიდან 400 მდე ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად. ღონისძიება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ასოციაცია „ქსენონის“ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების მხარდაჭერით განხორციელდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე საქართველოში, ოფიციალურად, 2003 წლიდან აღინიშნება.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს
30/08/2019