უახლოესი თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.ასევე მან აღნიშნა,რომ ჰეპატიტის ცენტრის ზუგდიდში გახსნა იმიტომ გადაწყდა, რომ იქ ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ეს იქნება ბავშვთა ტუბერკულოზის კორპუსი, კერძოდ, არსებულ ტერიტორიაზე გარემონტებული შენობა გაიხსნება. იქნება რამდენიმე რაიონული საავადმყოფო – ლენტეხში, ხარაგაულსა და დედოფლისწყაროში და ეს იქნება დიდი და მძლავრი „ცე“ ჰეპატიტის ცენტრი, რომელიც გაიხსნება ზუგდიდში“, – განაცხადა სერგეენკომ.