უახლოეს დღეებში მოხდება კანონპროექტის „გირგვლიანის შესწორებების“ ინიცირება, რომლითაც დადგინდება ახალი დანაშაულის კატეგორია

20/03/2018

„უახლოეს დღეებში მოხდება კანონპროექტის „გირგვლიანის შესწორებების“ ინიცირება. საუბარია „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, რომლითაც დადგინდება ახალი დანაშაულის კატეგორია და ეს დანაშაულის კატეგორია დაფუძნებული იქნება იმ მძიმე წარსულზე, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდან. იმისათვის, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს გამეორდეს, ჩვენ შეგვაქვს შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0