უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები დაუკანონდება, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, შარშან, დაახლოებით, 11 000 დევნილ ოჯახს დაუკანონდა ის საცხოვრებელი ფართები, რომელშიც ცხოვრობდნენ. აქედან ნაწილი კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული სახლები იყო.
“ამის პარალელურად, შარშან ვმუშაობდით და მთვრობის სხდომაზე პირველად გამოვიდა ეკომიგრანტებისთვის წლების განმავლობაში შესყიდული სახლების გადაცემის საკითხი. 2006 წლიდან მოყოლებული შეწყდა ეკომიგრანტებისთვის სახელბის შესყიდვა და ჩვენ განვაახლეთ ეს პროცესი. შარშან 150-ზე მეტ ოჯახს ვუყიდეთ სახლი და წელსაც 100-მდე ოჯახისთვის მოხდება შესყიდვა. შარშან ასევე მოვახდინეთ აღწერა 1000-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახის, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდათშესყიდული ბინა, თუმცა არ დაუკანონებია, წლების განმავლობაში კი ზოგიერთი სახლი დაინგრა, ზოგიერთი კი სხვაზე იყო გადაცემული. შარშან ყველა ამ სახლის აღწერა მოხდა, რაც რთული პროცესი აღმოჩნდა – დოკუმენტაციაში დიდი ქაოსი იყო. ეკონომიკის, იუსტიციისა და დევნილთა სამინისტროებმა დიდი სამუშაო გასწიეს. ეს ერთობლივად განვახორციელეთ და უკვე დავიწყეთ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა. დღეს 215 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები წალკისა და თეთრიწყაროს რაიონებში, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში კი ყველა ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდება”, – განაცხადა სუბარმა.