უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს

12/08/2017

უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
თენგიზ ფხალაძის თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს, რათა დასრულდეს რუსეთის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს პრობლემებს უქმნის.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით. მითუმეტეს, აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ, როგორი „სტაბილურობა“ მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება არც ერთი მეტრი საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას და გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმი იმისთვის, რომ არამხოლოდ ცალკეული ინცინდენტები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, არამედ საბოლოოდ დასრულდეს ის პოლიტიკა, რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0