უამინდობამ პრობლემები ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში შექმნა

15/09/2016

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ უამინდობის მიზეზით კახეთის ენერგოსისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
უამინდობამ პრობლემები ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში შექმნა.
აღმოსავლეთ საქართველოში გაუარესებულმა ამინდმა კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებას პრობლემები შეუქმნა. უამინდობის მიზეზით ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება კახეთის რეგიონის 5 ათასამდე აბონენტს.
დაზიანდა ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტებში 10 კილოვოლტიანი ელექტრო გადამცემი ხაზები.
დაზიანებები უკვე აღმოფხვრილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში და იქ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღუდგება.
დაზიანების ყველა ადგილზე უკვე გასულები არიან „კახეთის ენერგო დისტრიბუციის“ ტექნიკური ჯგუფები და ელექტროენერგიის მიწოდების უმოკლეს ვადებში აღსადგენად კომპანია ყველაფერს აკეთებს.
ამინდის პირობებიდან გამომდინარე, ლაგოდეხის, ყავრელისა და გურჯანიის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპორბრივად აღუდგება.
„კახეთის ენერგო დისტრიბუცია“ რეგიონში სულ 130 ათას აბონენტს ემსახურება, უამიდნობამ პრობლემები აბონენტების დაახლოებით 4%-ს შეუქმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0