ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირე​ბით ახალციხეში გამწვანების აქცია მოეწყო

21/03/2019

სამცხე​-ჯავახე​თის რწმუნე​ბულმა ბესიკ ამირანაშვილმა ტყის საერთაშორისო დღე ქ. ახალციხის #1 საბავშვო ბაგა- ბაღის აღსაზრდე​ლე​ბთან ერთად აღნიშნა. ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირე​ბით ახალციხის #1 საბავშვო ბაგა- ბაღში გამწვანების აქცია მოეწყო. რწმუნებულმა, მერთან ზაზა მელიქიძესთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პატარებთან ერთად ბაგა-ბაღის ეზოში ფიჭვის ნერგები დარგო. საბავშო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მხარის რწმუნებულთან და ქალაქის მერთან ერთად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდნენ. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის შესახებ. საბავშო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მხარის რწმუნებულთან და ქალაქის მერთან ერთად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0