ტყის ახალი კოდექსის განხილვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

01/03/2016

დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს უფროსმა თორნიკე გვაზავამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ტყის კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
სამინისტროს წარმომადგენლებმა ტყის ახალ კოდექსში არსებულ დეკლარირებულ საკითხებზე , ტყის მართვის ძირითად პრინციპებსა და ახალი კოდექსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრეს.
კოდექსის მიზანია საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.
პრეზენტაციას გურიის რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ესწრებოდნენ. ტყის კოდექსს, ასევე, საჯარო მოხელეები, გურიის სატყეო სამსახურის და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც გაეცნენ.
პრეზენტაცია კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. უახლოეს პერიოდში აღნიშნული ტყის კოდექსის განხილვა საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0