აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ტყიბულის № 1 საბავშვო ბაღში იმყოფებოდ და პედაგოგებსა და ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს შეხვდა.
როგორც გამგებელმა მათთან საუბარში განაცხადა, ბაღის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჩასმულია მომავალი წლის ბიუჯეტში.
პროექტით გათავლისწინებულია ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 783 000 ლარს. რეაბილიტაციის პროცესში განსაზღვრულია შიდა ინტერიერის ცვლილება, გათბობა, ვენტილაცია, ატრაქციონების მონტაჟი, ეზოს კეთილმოწყობა.
100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, ახალ სასწავლო წელს სავარაუდოდ ახალი შენობით შეხვდება.
ტყიბულში № 1 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება
20/10/2016