„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ ტყიბულის მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება. ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში ხვნა-თესვის პროცესის მიმდინარეობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი გაეცვნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ჯანიკო დარსაძე.
“მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი” უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და ის სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში: ბენეფიციარებმა, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათი 1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით (მიწის ფართობის პროპორციულად) მიიღეს; ბენეფიციარებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0-დან 0.25 ჰა-მდე მიწის ფართობი 50 ლარიანი აგრობარათით ისარგებლებენ; ბენეფიციარებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისათვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ,,აგრობარათს” 1 ჰა-ზე 140 ლარის განგარიშებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად მიიღებენ. მცირემიწიან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ,,აგრო ბარათით” სასოფლო-სამეურნეო საქონელი (სასუქი, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) შეიძინონ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 7536 ბენეფიციარია, რომელთა ნაწილმა ,,ხვნის“ ბარათი გამოიყენა, ნაწილს კი შესაბამისი ქულები ,,აგრობარათზე“ დაერიცხება.
მუნიციპალიტეტში აჟამად 15 ერთეული ტრაქტორი მუშაობს. სულ მოსახნავია 2200 ჰა მიწის ფართობი, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დამუშავებულია, მოხნული მიწის ნაკვეთების უმეტესი ნაწილი კი დათესილია.
მიწის ხვნის სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტში ერთ კვირაში, ხოლო თესვის კამპანია მაისის ბოლოს დასრულდება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე მოგვიანებით ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ.
ტყიბულში ხვნა-თესვის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს
18/05/2016