ტყიბულში ქალაქის შემოსასვლელში ავარიული შენობის დემონტაჟი ხორციელდება

28/06/2018

ტყიბულის შემოსასვლელში, ტყვარჩელის ქუჩა #43-ში, ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. სადემონტაჟო სამუშაოები ადგილზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაათვალიერეს. აღნიშნული შენობა წლებია ამორტიზირებულია და საჭიროებდა დემონტაჟს.
ქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად ტყიბულის მუნიიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა აუქციონი ავარიული შენობის დემონტაჟის სამუშაოების განხორციელებაზე. გამოვლინდა გამარჯვებული, ფიზიკური პირი მურადი ბოჭორიშვილი, რომელმაც აუქციონის პირობების თანახმად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით უნდა მოახდინოს ავარიული შენობის დემონტაჟი, საამშენებლო ნარჩენების გატანა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0