ტყიბულში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მოხალისეობრივი ფორუმი გაიმართა. ფორუმზე “ორბელიანი საქართველო” – ს კოორდინირებითა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, ტყიბულსა და ჭიათურაში მიმდინარე ახალგაზრდული იდეების კონკურსის შედეგები შეჯამდა. ტყიბულელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ 5 იდეის განხორციელებისავის მიეღოთ დაფინანსება.
ფორუმს ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში ახალგაზრდა მოხალისეებთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე, გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი ლუიზა ვინტონი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფორუმის გახსნამდე სტუმრებმა მოინახულეს “ორბელიანი საქართველო” – ს კონკურსში გამარჯვებული პროექტები: „ჩვენი სკვერი ნიკნეულაზე“, „TDDF-ის STEM კლუბი“ და „წიგნის სკვერი“.
ტყიბულში მოხალისეობრივი ფორუმი გაიმართა
28/07/2020