ტყიბულში ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

07/06/2017

ტყიბულში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 135 900 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “ტექ სერვისი+” ახორციელებს. ლიფტების რეაბილიტაციის პროექტით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ლომთაძე დაინტერესდა, რომელმაც თბილისის ქუჩა №4-ის I და IV-ე სადარბაზოებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. თანადაფინანსების პროექტით, ასევეა გათვალისწინებულია ქალაქის შემდეგი მრავალბინიანი კორპუსის ლიფტების რეაბილიტაცია: ტყვარჩელის ქუჩა №26, თაბუკაშვილის ქუჩა №38-ის III-ე სადარბაზო, თაბუკაშვილის ქუჩა №14-ის II-ე სადარბაზო, ახობაძის ქუჩა №1-ის II და III-ე სადარბაზო. სამუშაოები ივლისის თვეში უნდა დასრულდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0