ტყიბულში, გერმანელი ექსპერტების ჯგუფი ჩავიდა

08/11/2018

ტყიბულში, დღეს ქართველი და გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც მინდელის სახელობის შახტში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. ტყიბულის შახტში გახშირებული უბედური შემთხვევის გამო, შრომის უსაფრთხოების საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის დასადებად მთავრობამ, საერთაშორისო გერმანული საექსპერტო კომპანიის „დი ემ ტი“–ს ექსპერტები მოიწვია. კომპანიას სამთო მიმართულებით 140- წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.პროცესში ჩვენი მხრიდან ჩართულია ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში შახტში არსებულ მდგომარეობას მონიტორინგსა და აუდიტს გაუწევენ.
ექსპერტებთან ერთად მინდელის სახელობის შახტში, ასევე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე და ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი”-ს გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.
ექსპერტთა განცხადებით, სამუშაო პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნაც მას შემდეგ დაიდება. დასკვნის შესაბამისად მიღებული იქნება გადაწყვეტილება, თუ რა პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი, შახტში ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0