ტყიბულის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტყიბული-სოჩხეთი-ორპირის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაცია 15.7 კმ-იან მონაკვეთს უტარდება. ამ დროისთვის, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს. ტყიბული-სოჩხეთი-ორპირის გზა ერთმანეთთან ქუთაისსა და ტყიბულს აკავშირებს და არსებული დაზიანებული გზის რეაბილიტაცია, ამ მიმართულებით გადაადგილებას გაცილებით კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 10 880 000 ლარია.
ტყიბული-სოჩხეთი-ორპირის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
08/11/2019