ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება

07/09/2017

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.
ქალაქის შიდა გზებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების მონიტორინგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, მოადგილესთან, გიორგი ლომთაძესთან და შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად განახორციელა.
რობიზონ გვენეტაძე პირადად იმყოფებოდა ჯავახიშვილის, ცქიფურიშვილისა და მაწკეპლაძის ქუჩებზე, სადაც გზებზე ბეტონის საფარი დაიგო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და ასევე გაეცნო სოლომონ II-ის ქუჩაზე საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთის ბეტონის საფარის დაგებისა და გვერდულების მოწყობის სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ უკვე დასრულდა თაბუკაშვილის ქუჩაზე (სპორტ.სასახლესთან მისასვლელი) გზის კეთილმოწყობა და ახლო მომავალში დაიწყება მერკვილაძის ქუჩის მე-IV შესახვევის რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, ბეტონის საფარი ეწყობა 2,2 კმ საავტომობილო გზაზე.
ქალაქის შიდა გზების კეთილმოწყობისათვის 420 428 ლარის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “ჯეო როუდ ინვესტი” ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0