ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და PIN-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

06/05/2016

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ჩეხურ არასამთვრობო ორგანიზაცია PIN-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ და მისიის ხელმძღვანელმა საქართველოსა და სომხეთში ლორეან გონმა მოაწერეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი წლებია თნამშრომლობს PIN-თან და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.
,,ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN ), აჟამად რამდენიმე მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს – ,,სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთაავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დილოგში საქართველოში“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭო დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთი წევრია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე. მოგვიანებით, მოსწავლე ახალგაზრდული სასახლის ,,ლიტერატურულ კაფეში“ გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და მრჩეველთა საბჭოს წარდგენენა საზოგადოების წინაშე. იქვე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი PIN-ის საქართველოს წარმომადგენლობასა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სოციალური სერვისების მიწოდებისა და გაუმჯობესების კუთხით, რათა უკეთესი გახდეს პირობები და გარემო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი ორგანოს- მრჩეველთ საბჭოს ჩამოყალიბება, სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავბა და ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთდ PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში ( ტყიბულის, ხონის, ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტებში).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0