ტყიბულის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

20/04/2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სოციალურ პარტნიორთა სამმხრივი კომისიის სამდივნო ტყიბულის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მეშახტეებს დღევანდელი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შედეგები გააცნეს, რომლის გადაწყვეტილებითაც მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების პირობებზე აუდიტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. ასევე, დასაქმებულთათვის სოციალური პაკეტების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. დღევანდელ შეხვედრაზე მეშახტეებმა საკუთარი ინიციატივებიც წარადგინეს. მსგავსი სახის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0