საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ტყვიავში, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრს აშენებს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.
სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1,629,996.89 ლარია. მშენებლობა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდება. გადაუდებელი დახმარების სამედიცინო კლინიკა, ერთდროულად, 15 პაციენტის მიღებას შეძლებს. გამყოფი ხაზის სოფელში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ამჟამად ათობით სოფლის მოსახლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის ცენტრში უხდება წასვლა, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ეს პრობლემა სრულად მოუგვარდება.
ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკა შენდება
23/08/2016