ტუბერკულოზის საქმოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესთან დაკავშირებით რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 2016-2020 ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმის შედეგები და მიღწევები შეაფასეს.
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავამ გახსნა. 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება მსოფლიო ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამიზნეს წარმოადგენს. ჯანმო-მ მიზნად დასახა 2035 წლამდე სიკვდილობის 95%-იანი და ტუბერკულოზის ინციდენტობის 90%-იანი შემცირება.
2016 წლიდან საქართველო ამოღებულია მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ე.წ. მძიმე ტვირთის მქონე ქვეყნების სიიდან და მოკლე ხანში იქცა საერთაშორისო მაგალითად ტუბერკულოზის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის პროგრესის კუთხით.
რეგიონალურ ონფერენციას აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 30-მდე ქვეყნის 150 დელეგატი დაესწრო.
ტუბერკულოზის საქმოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესთან დაკავშირებით რეგიონალური კონფერენცია გაიმართა
15/10/2018