საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე. ამჯერად, ტრენინგი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარდა, რომელიც მხარის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ტრენინგს ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი გვანცა მეუნარგია უძღვებოდა. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. პროექტის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. შეხვედრები მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის, შიდა ქართლის, გურიისა და კახეთის რეგიონებში.
ტრენინგი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარდა
01/05/2023