ტორსტენ დერიკი საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტს გაეცნო

20/07/2016

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი ტორსტენ დერიკი საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტს გაეცნო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და სხვადასხვა უწყების ჩართულობით შემუშავდა. როგორც ტორსტენ დერიკმა საბჭოს აპარატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სტრატეგია შეესაბამება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტზე მიღებულ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს, ეს კი ხელს შეუწყობს ნატო-სა და საქართველოს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მისივე თქმით, სტრატეგიის სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ნატო-ს ახალი საფრთხეების დირექტორატის რეკომენდაციები.
საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონცეპტუალური დოკუმენტია, რომელიც ადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასა და პრიორიტეტებს, განსაზღვრავს აღნიშნულის შესრულების მექანიზმებს 2016-2018 წლების განმავლობაში. დოკუმენტზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტრატეგიას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0