ტოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

24/09/2019

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა ობიექტები დაათვალიერა. ვაზისუბნის ცენტრში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბეტონის საფარი იგება. სტიქიის შედეგად დაზიანდა ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ხევისწყალას ჯებირი. როგორც მუნიციპლაიტეტის მერმა განმარტა, უახლოეს ხანში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები გატარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0