ტკბილეულის ფუთები საჩუქრად ქედის 693 ბაღის აღსაზრდელს გადაეცემა

23/12/2016

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საახალწლო პროგრამის ფარგლებში, ტრადიციულად საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ტკბილეულის ფუთებით საჩუქრდებიან. შობა-ახალი წლის თემის ირგვლივ პრეზენტაციები დღეს დაბა ქედის #1, ახოსა და დანდალოს საბავშვო ბაღებში გაიმართა. აღსაზრდელების მიერ ინსცენირებულ ზღაპრებს, წარმოდგენილ ლექსებსა და საშობაო სიმღერებს, გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, განათლება, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან აიშე თებიძესთან ერთად ესწრებოდა. თვითმმართველობის მოხელეებმა პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და აღმზრდელ-მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს ორგანიზებული ღონისძიებებისთვის. წინასაახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის 15-ვე საბავშვო ბაღში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0