ტერორისტების მხრიდან ბირთვული თავდასხმის საფრთხე, რომელიც მსოფლიოს შეცვლის, რეალურია

02/04/2016

ტერორისტების მხრიდან ბირთვული თავდასხმის საფრთხე, რომელიც მთელ მსოფლიოს შეცვლის, რეალურია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ბირთვული ტერორიზმის პრევენციის მიზნით. ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო ხელში ჩაგდება “გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს”.

“ეჭვი არ არსებობს, რომ თუ ამ შეშლილ ადამიანებს ხელში ჩაუვარდებათ ბირთვული ბომბი ან ბირთვული რესურსები, ისინი აუცილებლად გამოიყენებენ მას რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოსაკლავად. ერთადერთი ყველაზე ეფექტური თავდაცვა ბირთვული ტერორიზმისგან არის ის, რომ დავიცვათ სრულიად ეს რესურსები, რათა იგი არ მოხდეს ასეთი ადამიანების ხელში”, – განაცხადა ობამამ.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ორდღიანი იყო და 1-ელ აპრილს დასრულდა. მას მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0