მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად „ორიონის“ აღსაზრდელებს შობის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. საშობაო საჩუქრებში სხვადასხვა დასახელების ტკბილეული პროდუქტი იყო მოთავსებული. პროგრამის ფარგლებში საჩუქრებს მზრუნველობამოკლებულ პირთა ორგანიზაცია „ცხოვრების მეგზურიც“ – მიიღებს. ღონისძიება ტრადიციულია და ის ყოველწლიურად ეწყობა მუნიციპალიტეტში.
ტარიელ თუთარაშვილმა „ორიონს“ საშობაო საჩუქრები გადასცა
06/01/2017