შუახევში, სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.ახალი შენობა სრულად დააკმაყოფილებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას. შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული ოთახები. შენობა და სპორტული დარბაზი აღიჭურვება ინვენტარით (მერხები, სკამები, დაფები, კარადები, კალათბურთის ფარები, ფრენბურთის ბადე, ხელბურთის კარები).კეთილმოეწყობა სკოლის ეზო დეკორატიული ფილებით, გაზონებით. 100 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან 734 444 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს ,,მტმ“აწარმოებს. მშენებლობა 2018 წლის აგვისტოში დასრულდება. სკოლა, რომელშიც სოფელ მაწყვალთის 50-მდე მოსწავლე სწავლობდა, ავარიულია, ხოლო ტერიტორია ეროზიული. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ახალი სკოლის მშენებლობა სხვა ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რისთვისაც მიწის ნაკვეთი შუახევის თვითმართველობამ შეისყიდა. მაწყვალთაში ახალი თანამედროვე სტანდარეტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა ხორციელდება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
ტარიელ ებრალიძემ მაწყვალთის სკოლის მშენებლობა დაათვალიერა
12/09/2017