სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს

12/07/2021

წილკნის დევნილთა დასახლებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) განახორციელა.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. დასრულებული სამუშაოები სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მცხეთა-ნთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მაცაცო ნარიმანიძემ მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0