მეფუტკრეობის დარგის განვითარების და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა. ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. მომზადდა და 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა “თაფლის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. თაფლის ტექნიკური რეგლამენტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას, ფალსიფიკაციისგან დაცვას და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირებას.
ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიმუშები ლატვიაში, ქალაქ რიგაში სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვის ინსტიტუტ “BIOR”-ში გააგზავნა. ევროდირექტივების საფუძველზე აღებული ნიმუშების კვლევის მიზანი ქართული თაფლის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა მესმაე წელის მიმდინარეობს. 2015 წელს გაგზავნილი 104 ნიმუშიდან სხვადასხვა სახის დარღვევა აღმოჩნდა 20 მათგანში. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გამოკვლეულ თაფლის ნიმუშებში დარღვევების პროცენტული წილი 37% შეადგენდა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლიდან გაძლიერდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შესაძლებლობი. კერძოდ, ორგანიზაციას ISO 17 025 სტანდარტზე მიენიჭა აკრედიტაცია, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის აკრედიტირებული კვლევების შედეგებს. სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ასევე ფლობს ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სერტიფიკატს, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ ფერმერებს ადგილზე განახორციელონ ნიმუშების კვლევა.
მეფუტკრეობის დარგის განვითარების, ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზრის საექსპორტო პოტენციალისა და მეთაფლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვა უწყებებთან ერთად სისტემატურად მართავს შეხვედრებს მეფუტკრებთან, აცნობს მათ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებს, სასაკანონმდებლო ცვლილებებს.
სურსათის სააგენტო ქართული თაფლის საექსპორი პოტენციალის გასაზრდელად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
23/01/2016