სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ გამოტანილი ბაღჩეული კულტურები შეამოწმეს. სეზონურობიდან გამომდინარე, აქცენტი საზამთროსა და ნესვზე გაკეთდა, რადგან ზაფხულში ამ პროდუქტების მოხმარება განსაკუთრებით დიდია.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება; გამოვლინდა მცირედი შეუსაბამობა, რაზეც რეალიზატორმა გაითვალისწინა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების რეკომენდაცია და პროდუქცია რეალიზაციიდან ამოიღო.
სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს მოსახლეობას, ყურადღება მიაქციოს საზამთროსა და ნესვის კანს – ის არ უნდა იყოს დარბილებული და დაზიანებული; დაჭრამდე კი აუცილებლია მისი კარგად გარეცხვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზამთროს და ნესვს ამოწმებს
23/07/2016