სურამში დევნილთა საცხოვრებელ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Tuesday October 26th, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დევნილთა სააგენტო სურამში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ შენობას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად გააცნეს. იძულებით გადაადგილებული ოჯახები, წლების განმავლობაში, მძიმე პირობებში, ავარიულ ობიექტში ცხოვრობდნენ. მთავრობის განკარგულება უკვე გამოიცა და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. რეაბილიტაციის პერიოდში სახელმწიფო დევნილებს ქირის თანხით უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0