სურამში, დამატებით 1000 ადამიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო

30/03/2020

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ნაფეტვარიძე სურამში ჩავიდა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან და ქალქის მერთან გიორგი გურასპაშვილთან ერთად, სურამში დაწყებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

“რეგიონებში პროექტები, დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცით, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სურამში დავიწყეთ წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. არსებული მოძველებული სისტემა ახლით ჩანაცვლდება, რაც შეამცირებს წყლის დანაკარგებს. შედეგად, 1000–მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“. – განაცხადა ნაფეტვარიძემ.

სურამში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილის, დაახლოებით 100 ოჯახს, წყლის ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ჰქონია და თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს. ნაწილს კი, მოძველებული ქსელის გამო , წყალი 16–18 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, დამატებით 1000 ადგილლობრივს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0