სურამსა და ხაშურში ტრადიციული ალილო მოეწყო

07/01/2020

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით სურამსა და ხაშურში ტრადიციული ალილო მოეწყო. ალილოს შეუერთდნენ და საშობაო ქველმოქმედებაში წვლილი შეიტანეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ქურდაძემ, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა. ალილოს მონაწილეებს სიტყვით მიმართა ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა. დასასრულ, ადგილობრივი შემოქმედებით ჯგუფების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა მცირე კონცერტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0