სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების შესახებ სურამის №2 საჯარო სკოლაში განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიროგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განაშენიანების გეგმების შემუშავებისას პრიორიტეტებია საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირება, ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ვითარებისა და შესაძლებლობების ანალიზი, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია, ე. წ. ბრაუნფილდის – არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრა. ქალაქთმშენებლობით გეგმებზე მუშაობა მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.
სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების შესახებ სურამის №2 საჯარო სკოლაში განხილვა გაიმართა
16/12/2019