ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და საქართველოს პარლამენტის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები – ნინო წილოსანი და გრეტა წიწავა შეხვდნენ. სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა სიტყვით გამოსვლისას კამპანიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. სტუდენტებმა ქალთა მიმართ ძალადობის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს, პარლამენტარებმა კი გენდერული ნიშნით ჩაგვრასა და საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და სტუდენტები.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, იმართება. კამპანიას ყოველწლიურად მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. მისი მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობაა.
სტუდენტებმა ქალთა მიმართ ძალადობის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს
07/12/2023