სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესი განიხილეს

20/04/2016

სასტუმრო „ბეტსიში“ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის პროცედურის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში ჯანდაცვის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპონგის პროცედურის პრაქტიკული ასპექტები გააცნო. შეხვედრაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში ჯანდაცვის საკითხების შესწავლის მეთოდები და მიღებული შედეგების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინტეგრირების მნიშვნელობა განიხილეს.
შეხვედრას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ორგანიზაცია „ჯორჯიას ენვაირონმენტალ აუთლუქი” ს(GEO) ორგანიზებით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ნიდერლანდების სამეფოს გარემოს შეფასების კომისიის (NCEA) მხარდაჭერით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0