სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევ მოსამართლეობის სამ კანდიდატთან გასაუბრება 29 სექტემბერს გაიმართება

25/09/2017

საქართველოდან წარგზავნილ სამ კანდიდატთან ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება გაიმართება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავას კომიტეტის წევრები 29 სექტემბერს გაესაუბრებიან.
გასაუბრება სამეტაპიანი კონკურსის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, რომლის შედეგადაც, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსაგზავნი მოსამართლის სამი კანდიდატურა წარადგინა. კანდიდატები დადებითად შეფასდნენ ევროსაბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის მიერ. ამით საქართველოში შიდა შესარჩევი პროცედურები დასრულდა.
კონკურსის მეორე ეტაპზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის წევრები გასაუბრებისას ერთ ან ორ კანდიდატს შეარჩევენ. კომიტეტის წევრების მიერ შერჩეულ კანდიდატებს ან კანდიდატს მესამე ეტაპზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს, რის შემდეგაც საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოდან 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0